top of page
Дмитрий_Иванович_Ермаков.jpg

       პროექტის ფარგლებში შევისწავლეთ საქართველოს ეროვნული მუზეუმის, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ფოტო-ვიდეო ფონდი, რის შედეგადაც მოვიძიეთ დიმიტრი ერმაკოვის მიერ, XIX საუკუნის ბოლოს ხადას ხეობაში გადაღებული 10 ფოტოსურათი. ფოტოგრაფის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა საქართველო-რუსეთის სამხედრო გზა, რომლის ვრცელი მონაკვეთიც გადის ხადას ხეობაზე.

    

სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი 

       

    

აგრეთვე შევისწავლეთ იმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის, ისტორიისა და ეთნოგრაფიის კოლექციების დამხმარე ფონდი, სადაც დაცულია 1959-1960 წწ. მუზეუმის მიერ მთიულეთსა და გუდამაყარში მოწყობილი ეთნოგრაფიული ექსპედიციის საველე ჩანაწერები. 

0.jpg
bottom of page