top of page

მარიამობა
ბედოთ ყველაწმინდაში
 

მასალა ჩაწერილია 2024 წლის 28 აგვისტოს

IMG_7308.JPG
IMG_7325.JPG
IMG_7334.JPG
მარიამობის აღსანიშნავად სოფელ ბედონის მოსახლეობა მიდის ბედოთ ყველაწმინდის ეკლესიაში. დეკანოზი (ემზარ ბედოიძე) გამოაბრძანებს ხატს და ბედოიძეების საგვარეულო დროშას, ორივეს ეკლესიის გვერდით არსებულ ნიშთან აღმართავს. 

სამწყალობნო ქადა - პურების გასერვის რიტუალი სრულდება ეკლესიის გვერდით მდებარე ნიშთან. აღნიშნულ ნიშთან, დეკანოზი ქადების გასერვის დროს აანთებს სანთელს და წმიდა მარიამს შეავედრებს შემწირველსა და მის ოჯახს, შესთხოვს მათ კარგად ყოფნას, გამრავლებას და ხელის მომართვას. დეკანოზის დამწყალობნების შემდეგ შემწირველს იქ მყოფებიც მიულოცავენ მარიამობასა და დალოცავენ.

საკლავს კლავენ როგორც ინდივიდუალურად, ასევე საერთოს. საერთო საკლავის დაკვლის შემთხვევაში დეკანოზი ნიშთან აანთებს საკლავის მყიდველთა სანთლების ერთობლიობას (საკლავის მყიდველებს ყველას ართმევს სანთელს ერთ ჯგუფად შეაერთებს და ასე აანთებს) და სადიდებელ ლოცვას წარმოსთქვამს:
,,დიდება იყოს სახვთო მაღლის, ბედოთას დაბრძანებულისა, კვირია ცხოველის, ლომისის ნიშის, ლომისის წმიდა გიორგისი. დიდება იყოს დიდი ლომისისა, იქით ქსნის აქათ არაგვის თავდამყურეს. დიდება ყოფილიყოს ღუდას ყველა წმინდასი ქვა-წულად მქცევლისა, დიდება გუდაურის ამაღლების ტაძარს და მასში დაბრძანებულ ხატებს. დიდება იყოს ჯვრის მადლისა...."
IMG_7363.JPG
IMG_7368.JPG
სადიდებელი ლოცვის დასრულების შემდეგ დეკანოზი საკლავს ანთებული სანთლით შუბლს შეუტრუსავს და დასტურებს დასაკლავად გადასცემს.
IMG_7399.JPG
bottom of page