top of page
ხადას ხეობა

პროექტის ფარგლებში შევისწავლეთ საქართველოს ეროვნული მუზეუმის, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ფოტო-ვიდეო ფონდი, რის შედეგადაც მოვიძიეთ დიმიტრი ერმაკოვის მიერ, XIX საუკუნის ბოლოს ხადას ხეობაში გადაღებული 10 ფოტოსურათი. ფოტოგრაფის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა საქართველო-რუსეთის სამხედრო გზა, რომლის ვრცელი მონაკვეთიც გადის ხადას ხეობაზე.
სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი
აგრეთვე შევისწავლეთ სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის, ისტორიისა და ეთნოგრაფიის კოლექციების დამხმარე ფონდი, სადაც დაცულია 1959-1960 წწ. მუზეუმის მიერ მთიულეთსა და გუდამაყარში მოწყობილი ეთნოგრაფიული ექსპედიციის საველე ჩანაწერები.

bottom of page