top of page
Search

2024 წლის ექსპედიციის ანგარიში

  • Writer: khadas kheoba
    khadas kheoba
  • Mar 21, 2025
  • 2 min read

Updated: Mar 24, 2025




2024 წლის ივლის-აგვისტოში პროექტის - ,,ხადას ხეობა უცნობი სულიერი და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინტერდისციპლინური კვლევა“ ფარგლებში ჯგუფი იმყოფებოდა სამეცნიერო ექსპედიციაში ხადას ხეობაში. თავდაპირველად მოხდა სოფელ ბედონის ტერიტორიაზე არსებული ნამოსახლარებისა და მიწის ზედა კულტურული ძეგლების აღწერა, მათი ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრა და ფოტოფიქსაცია. აღნიშნულ სოფელში აღიწერა შემდეგი ძეგლები: ბედონის საღვთოს ეკლესია, ყოვლადწმიდის ტაძარი და მასთან მდებარე ნიში, კვირაცხოვლის ეკლესია და მასთან მდებარე ორი ნიში, ბედონის ნასოფლარი ზურგიანი კოშკით, დიდველზე არსებული სოფელ ბედონის ზურგიანი კოშკი და საფლავის ქვები. ასევე, გაკეთდა ნიშებსა და საფლავის ქვებზე არსებული წარწერების პალეოგრაფიული პირები. პარალელურად, ინტერვიუების მეთოდით მოსახლეობისგან შეგროვდა ინფორმაცია სოფელში მცხოვრები გვარების, მამშვილობისა და ზოგადად დასახლების ტიპების შესახებ.


მეორე ეტაპზე შეგროვდა მასალა სვიანაანთ ნასოფლარის ტერიტორიიდან. აღიწერა საცხოვრებელი კომპლექსი და მასთან მდებარე სასაფლაო, სადაც აღმოჩნდა ხადას ხეობაში მოღვაწე სასულიერო პირთა წარწერიანი საფლავები. ნასახლარის ჩრდილოეთით მდებარეობს ზურგიანი კოშკი, რომელიც კობი-გუდაურის მაგისტრლის გაყვანასთან დაკავშირებული სამუშაობიდან გამომდინარე ძლიერ არის დაზიანებული.


სვიანაანთ ნასოფლარისკენ მიმავალ გზაზე გვხვდება დიდი ზომის ვულკანური წარმონაქმნი, რომლის თავზეც შემორჩენილია ორგანყოფილებიანი ნაგებობის ნაშთი. გადმოცემით, ეს უნდა ყოფილიყო ბერების კელიები. შემდგომში მოსახლეობას ამ ნანგრევებისგან მომცრო ზომის ნიში გაუკეთებია. ვულკანური წარმონაქმნის გვერდით გამოდის მჟავე წყლები და სწორედ აქედან გამომდინარე ეწოდება ამ ადგილს ,,ვეძა“.            

მესამე ეტაპი მოიცავდა ზაქათის ზურგიან კოშკის, მასთან მდებარე თავდაცვითი ნაგებობისა და მცირე ზომის სამლოცველოს აღწერით სამუშაოებს. მრავალსართულიანი კოშკი კონუსური ფორმისაა და სართულები ერთმანეთისგან გამოყოფილია მასიური სიპი ქვებით. კოშკის ჩრდილოეთით, მთის ფერდზე, შემორჩენილია მიწის პირამდე დანგრეული ნაგებობის კვალი, რომელიც კოშკის მსგავსად ზურგიანი უნდა ყოფილიყო. მისი კედლის სისქიდან გამომდინარე სავარაუდოა, რომ ეს ნაგებობა თავდაცვითი ფუნქციის იყო და არა საცხოვრებელი. აღნიშნული ნაგებობის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს ჯაღუმიანების//ჯაღმიანების სალოცავი. სახურავი სიპი ქვით ჰქონია გადახურული, რომელიც ამჟამად მთლიანად ჩაქცეულია ეკლესიის შიდა ფასადში.



სოფელ ბედონის ყველაწმინდის სახელობის ეკლესია
სოფელ ბედონის ყველაწმინდის სახელობის ეკლესია


ბედონის ნასოფლარი
ბედონის ნასოფლარი


ბედონის ნასოფლართან მდებარე ზურგიანი კოშკი
ბედონის ნასოფლართან მდებარე ზურგიანი კოშკი

დიდველზე მდებარე ბედონის ზურგიანი კოშკი
დიდველზე მდებარე ბედონის ზურგიანი კოშკი

სოფელ ბედონში მდებარე კვირაცხოვლის ეკლესია
სოფელ ბედონში მდებარე კვირაცხოვლის ეკლესია

კვირაცხოვლის ეკლესიის ხელის გამოსახულებები
კვირაცხოვლის ეკლესიის ხელის გამოსახულებები


კვირაცხოვლის სალოცავთან მდებარე ნიში
კვირაცხოვლის სალოცავთან მდებარე ნიში


ბედონის საღვთოს სამლოცველო
ბედონის საღვთოს სამლოცველო

სვიანაანის ნასოფლარი
სვიანაანის ნასოფლარი



სვიანაანთ ნასოფლართან მდებარე ზურგიანი კოშკი
სვიანაანთ ნასოფლართან მდებარე ზურგიანი კოშკი



ვეძას მჟავე წყლებთან მდებარე ნიში
ვეძას მჟავე წყლებთან მდებარე ნიში


ზაქათის ზურგიანი კოშკი
ზაქათის ზურგიანი კოშკი


თავდაცვით-საცხოვრებელი დანიშნულების ნაგებობა
თავდაცვით-საცხოვრებელი დანიშნულების ნაგებობა







 


Comments


bottom of page