სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს მთიანეთის ტრადიციული ყოფა და კულტურა“
- khadas kheoba
- Mar 24, 2025
- 3 min read
2025 წლის 14 მარტს დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში ჩატარდა კონფერენცია ,,საქართველოს მთიანეთის ტრადიციული ყოფა და კულტურა’’, რომელიც განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ფუნდამენტური საგრანტო პროექტის - ,,ხადას ხეობა-უცნობი სულიერი და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინტერდისციპლინური კვლევა“ ფარგლებში (საგრანტო ხელშეკრულების № FR-22- 18207). მისი ხელმძღვანელი გახლდათ ისტორიის დოქტორი გელა ქისტაური. კონფერენცია მრავალპროფილური შინაარსის იყო. ძირითად თემატიკას შეადგენდა საქართველოს მთიანეთის ისტორია და ეთნოგრაფია//ეთნოლოგია. თუმცა, ასევე მოიცავდა ისეთ დარგებს, როგორიცაა არქეოლოგია, ფილოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა და სხვა. ასევე, მომხსენებლებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითი, როგორიცაა ეთნოგრაფიის, როგორც დარგის გამოწვევები თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში და მისი განვითარებისთვის ხელშეწყობის აუცილებლობა. კონფერენცია ჩატარდა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისა და უშუალოდ უნივერსიტეტის რექტორის ჩართულობითა და მხარდაჭერით.
მომხსენებელთა ჩამონათვალი:
ამირან არაბული, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართული ფოლკლორის განყოფილება – ფილოსოფიური განზომილების ფოლკლორული ვარიაციები
გიორგი გოგოჭური, მკვლევარი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევის ინსტიტუტი – ხადას ხეობის ბრინჯაოს ხანის დასახლებები
ოთარ ჟიჟიაშვილი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის სადოქტორო აკადემიური პროგრამის დოქტორანტი, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი – ჭარმაულთა გვარის პოლიტიკურ სარბიელზე გამოჩენის მიმოხილვა და დავით VIII-ის (1293-1311 წწ.), მიერ გრიგოლ ჭარმაულისთვის ნაწყალობევი სოფელი ლაუშა
მანანა ხიზანაშვილი, ისტორიის მაგისტრი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი
სოფო ებრალიძე, დიმიტრი ერმაკოვის ფონდის კურატორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი – საწესო-სარიტუალო ნივთები სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეთნოგრაფიული კოლექციებიდან
ეკა ბერელაშვილი, კულტურის კვლევების დოქტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი – ნივთები, რომლებსაც იყენებდნენ რელიგიურ რწენა-წარმოდგენებთან დაკავშირებულ საკულტო რიტუალებზე
ნიკოლოზ ოთინაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ენობრივ-ეთნოლოგიური მასალები მეჯუდის ხეობიდან
მარინე (ხათუნა) კუხალაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა – ქალთა განათლების მდგომარეობა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში XIX ს-ის ბოლოსა და XX ს-ის დასაწყისის პერიოდული პრესის მიხედვით
ომარ ბეგოიძე, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ისტორიის სადოქტორო აკადემიური პროგრამის დოქტორანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – ოსთა და საქართველოს მთიელთა ანთროპონიმიის პარალელები
გელა ქისტაური, ისტორიის დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი – ისტორიული ,,ციკარას“ ლოკალიზაციის საკითხი ქართულ ისტორიოგრაფიაში ქართული და უცხოური წყაროების მიხედვით
მამუკა ქაფიანიძე, ისტორიის დოქტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი – ლომისის წმიდა გიორგის ეკლესიისათვის შეწირული ვერცხლის თასები
ნათია ჯალაბაძე, ისტორიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტი
ნინო ღამბაშიძე, ისტორიის დოქტორი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაცია – აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი გიორგი ჩიტაიას, ვერა ბარდაველიძის და მათი მოწაფეების ნაშრომებში
ბაბუა ალუდაური, დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორი – ხალხური მელექსეები
ლავრენტი ჯანიაშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ქართული ეთნოლოგია XXI საუკუნეში – ძველი პრობლემები და ახალი გამოწვევები
ქეთევან შენგელია, ფილოლოგიის დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობა, გაერთიანება „სამი სავარძელი ხელოვანთათვის“ ხელმძღვანელი და დამფუძნებელი – „სისხლიანი ეპოქა“ ლადო კოტეტიშვილის მოთხრობის მიხედვით – „ეშმაკი გალიფეში“
გულიკო კვანტიძე, ისტორიის დოქტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი – ტრადიციული საფეიქრო მრეწველობის ისტორიიდან საქართველოში
თამარ დიდებაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი – ხადას ხეობის ხალხური დღესასწაულები და მათი დამცავი ფუნქცია
მარიამ ხინთიბიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სადოქტორო აკადემიური პროგრამის დოქტორანტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი –საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეთნოგრაფიული ექსპედიციები ხადას ხეობაში XX ს-ის 30-60 წლებში (საარქივო მასალა, მეთოდოლოგია, მეცნიერები)
ირაკლი ფერაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის აკადემიური სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი – ხელის გამოსახულებები ხადას ხეობაში






















Comments